საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პირველი მოსმენით სესიაზე ხვალ გავა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს სამართლებრივი შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. მათი განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლებამ საკუთარი დანაშაულების გამოძიებით უნდა დაიწყოს.
"რა უნდა გამოიძიოს არალეგიტიმურმა საგამოძიებო კომისიამ? "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების მოპარვა? ხალხის დარბევა? - მოდით, შევთავაზოთ ამ არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიას, რომელიც მარტონი არიან, რომ დაიწყონ საკუთარი დანაშაულის გამოძიება, მაგალითად იმით, როგორ ასისხლიანებენ ახალგაზრდებს, როგორ არბევენ ახალგაზრდებს, როგორ იპარავენ არჩევნებს, როგორ ჩადიან დანაშაულს, რომელსაც ჰქვია სისტემური დანაშაული. ამაზე პასუხი აგონ, ეს საქმეები გამოიძიონ და შემდეგ, თუ ენერგია დარჩებათ, გადავიდნენ სხვა საქმეებზე", - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ.