04 თებერვალი 2025,   10:39
ვრცლად
"ხელისუფლება აცდენილია ხალხის მოთხოვნებს" - ლანა გალდავა სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან ცვლილებებზე

8 კანონში შესატანი ცვლილებები მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ "ხელისუფლება აცდენილია ხალხის მოთხოვნებს." 

"კანონმდებლობის გამკაცრება, რეპრესიული ხასიათის მიცემა კანონმდებლობისთვის, ეს არის იმ პერიოდში და პროცესში, როდესაც ხელისუფლება აცდენილია ხალხის მოთხოვნებს. ანუ, კანონპროექტები და შესული ცვლილებები, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს აუცილებლად კეთილშობილურ მიზნებს, უნდა იყოს პროგნოზირებადი, უნდა იყოს განჭვრეტადი, უნდა იყოს პროპორციული. მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა შემცირდა 2014 წელს და განმარტებით ბარათში სწორედ ეს იყო მითითებული, რომ პროპორციულობასა და საერთაშორისო სტანდარტს არღვევდა. დღეს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა უწევთ იმის გამო, რომ კონკრეტული პირობები მოარგონ საკუთარ კომფორტს," - აღნიშნა "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლანა გალდავამ. 

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა. მაგალითად, თუ დღემდე ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ახალი რედაქციით, ამავე ქმედებისთვის კანონის დამრღვევს 3 წლამდე პატიმრობა ელის. საკითხს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

დღის ამბები