15 იანვარი 2025,   11:46
ვრცლად
თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია იმყოფება

თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია იმყოფება. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა დღეიდან შეხვედრებს იწყებენ. ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.

ამავე ინფორმაციით, ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

დღის ამბები