ბათუმში, "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "რუსთავი 2-ს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, შემთხვევა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.