15 იანვარი 2025,   15:14
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ

აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ. ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას.

სამუშაო ჯგუფის წევრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, სწრაფი რეაგირების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ საჭიროებების იდენტიფიცირებას.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, გამთენიისას მოხდა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. შენობაში მცხოვრები მოსახლეობა დროებით საცხოვრებელშია გაყვანილი.

დღის ამბები