უმრავლესობა კლოდ კერნისთან და ედიტ ესტრელასთან შეხვედრისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეხვედრის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ყურადღებას იმ ნაბიჯებზე გაამახვილებს, რომელიც ხელისუფლებამ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გადაგა.
ევროსაბჭომ, პრევენციის მიზნით, პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ჩაწერეს, რომ ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.
"ჩვენ გვმართებს ინტენსიური თანამშრომლობა, საკმაოდ კარგად ვგრძნობთ თავს, ბევრი ვალდებულება შესრულებულია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საერთაშორისო პლატფორმებთან, ცალკეულ ქვეყნებთან, სამწუხაროდ, შეფუთულია არარსებული პოლიტიკური სპეკულაციით, რასაც თითქოს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება ჰქვია და მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი. ამას როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი.