ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო.
დოკუმენტის თანახმად, ბიოლოგიურ მამაკაცს ქალთან მეტოქეობა სპორტში ეკრძალება. ამასთან, სკოლებს ეკრძალებათ, გოგონებისთვის შექმნილ სპორტულ პროგრამებში ისეთი პირების ჩართვა, რომლებიც დაბადებიდან მამრობითი სქესის იყვნენ.
"ბიოლოგიური მამაკაცის მეტოქეობა ქალთან საფრთხის მატარებელია ჩვენი გოგონებისთვის. ეს საშიშია, არასამართლიანია, რეალობის უარყოფაა და უბრალოდ არასწორია", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.
მისივე თქმით, დოკუმენტს, რომელიც "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა გრეგ სტობმა შეიმუშავა, მხარი ორმა "დემოკრატმაც" დაუჭირა მხარი.