15 იანვარი 2025,   15:22
ვრცლად
უკრაინაში სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაშია - ჩრდილოეთ რუსეთიდან სტრატეგიული ბომბდამშენის აფრენა დაფიქსირდა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაშია - დაფიქსირდა სტრატეგიული ბომბდამშენის, "ტუ-95-ის" აფრენა ჩრდილოეთ რუსეთიდან. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 158 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

თავდაცვის ძალებმა რუსი ჯარების 70 იერიში პოკროვის მიმართულებით მოიგერიეს.

"დიფსთეითის" რუკაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იანტარე დაიკავეს და 5 დასახლების მიმართულებით დაწინაურდნენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები კი იუწყებიან, რომ კონტროლი აიღეს უკრაინის დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ნესკუჩნესა და ტერნის დასახლებებზე.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომელშიც სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით დრონები და ჯავშანტექნიკაა.

დღის ამბები