15 იანვარი 2025,   14:49
ვრცლად
"როგორც წესი, რუსეთში გაკეთებული კომენტარები ოპოზიციისა და მისი მანიპულაციური ნარატივებისთვისაა განკუთვნილი - ევროინტეგრაცია ჩვენი უცვლელი კურსია" - უმრავლესობაში ლავროვის განცხადებას ეხმაურებიან

საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და კონსტიტუციით არის განსაზღვრული - ასე ეხმაურებიან უმრავლესობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი განცხადებები ოპოზიციისთვის არის ხელსაყრელი.

"ჩვენ რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე არ ვრეაგირებთ და არც კომენტარს არ ვაკეთებთ. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ოპოზიციისთვის გაკეთებული კომენტარები, რომლებიც შემდგომ მთელი დღის განმავლობაში ამას ატრიალებენ და აგებენ საკუთარ მანიპულაციურ ნარატივებს. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს უცვლელი კურსი არის ევროინტეგრაცია, დასავლური ხაზი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია.

შეგახსენებთ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, 3+3 ფორმატის ფარგლებში, საქართველოს შეუძლია, თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს.

 

დღის ამბები