სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს. როგორც BBC წერს, სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებისთვის იუნ სუკ ოილის რეზიდენციასთან პოლიციამ 1000-მდე ოფიცერი განათავსა.
დაკავებისას იყო შეტაკებები პოლიციასა და მხარდაჭერებს შორის, არიან დაშავებულები.
იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედება.
სამართალდამცველებმა მისი დაკავება რამდენიმე დღის წინაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ სასამართლომ დაკავების ორდერის ვადა გაახანგრძლივა.