კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.