ბელგრადში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე აქციას სერბეთის დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული ათიათასობით დემონსტრანტი შეუერთდა. შეკრებილები რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას სერბეთში 15 ადამიანი ემსხვერპლა. დემონსტრანტები მმართველ პარტიას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, რასაც პარტია და პრეზიდენტი უარყოფენ.
სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე, თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.