12 იანვარი 2025,   17:06
ვრცლად
ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრი", მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს და ვადად 20 იანვარს ასახელებს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება სამხატვრო ხელმძღვანელმა გააკეთა.

დავით დოიაშვილის თქმით, ვადა 20 იანვრამდეა განსაზღვრული და თუ ბრალდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ დატოვებენ ისინი პასიური პროტესტიდან, მოქმედებაზე გადავლენ.

"ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე.

 ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას",- განაცხადა დავით დოიაშვილმა.

დღის ამბები