25 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
66 მომხრე 4 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო

66 მომხრე 4 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც არიან არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევას. დოკუმენტი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ტექსტში ხაზგასმულია, რომ მიღებული კანონი შეუთავსებელია ევროპის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აქვს აღებული.

დებატების დროს რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ მოითხოვა რეზოლუციის მეორე შესწორებისთვის მხარი დაეჭირათ, რაც გულისხმობდა ტექსტში ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის და რუსული გავლენების შესახებ ნაწილის ჩამატებას. საბჭომ მეორე შესწორებას მხარი არ დაუჭირა.

დღის ამბები