25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"ვენეციის კომისიას რა პასუხი უნდა დავუბრუნო ამაზე, არა და არასდროს, ეს იქნება ჩვენი პასუხი" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ვენეციის კომისიის დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

მისი თქმითა, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწილი და მათთვის შვილის აყვანის შესაძლებლობა არასდროს დაკანონდება.

"ვენეციის კომისია გვეუბნება - განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებს აქვთ უფლება, რომ შვილი აიყვანონ, ტერმინი ჰეტეროსექსუალი ამოიღეთო, ამ კანონს თუ მაინც მიიღებთ, იქნებ, ისე ქნათ, რომ ერთსქესიანთა პირებს ქორწინების პრობლემა არ შეექმნათო.

ახლა, ვენეციის კომისიას რა პასუხი უნდა დავუბრუნო ამაზე?! არა და არასდროს, ეს იქნება ჩვენი პასუხი.

ეტყობა ვერ გაიაზრეთ ამ ქვეყნის მოსახლეობის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესების შესახებ, თორემ ასეთი სამარცხვინო დასკვნა, წესით, არ უნდა დაეწერათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები