დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენზე აღდგენითი სამუშაოები ხვალ უნდა დასრულდეს. სოფელ წიწამურის მიმდებარედ, GWP-ის ინფორმაციით, უკვე მეცხრე დღეა ავარიულად დაზიანებულ მილზე სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ პერიოდში, მოიჭრა ათი ათასობით კუბური მეტრი მიწა. თბილისისა და მცხეთის 110 000 აბონენტი უწყლოდ 16 ივნისს დარჩა.
დაზარალებულ მოქალაქეებს მას შემდეგ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მილის დაზიანების მიზეზად კი იმ ფერდის ჩამოშლა დასახელდა, სადაც უკანონოდ წლების მანძილზე სამშენებლო ნარჩენი იყრებოდა. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.