საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები.
მისივე თქმით პროცესი მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მიმდინარეობს.
“ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები. ამიტომ ეს პროცესიც მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით.
რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომლებზეც საჯაროდაც მქონდა საუბარი, რათა სრულად შესაბამისობაში იყოს მიღებული წინადადება ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.