25 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
დიდი გულისწყვეტით გეტყვით, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახლა ურთულეს პერიოდს გავდივართ - პაველ ჰერჩინსკი

კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია -აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. ევროპელი დიპლომატის განცხადებით, მომდევნო კვირას ევროკავშირი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს, თუ რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხოდ.

როგორც პაველ ჰერინსკი აღნიშნავს, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ვინ არის მისი მეგობარი:

"ჩემი გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომ კონკრეტულ კითხვებს არ ვუპასუხო. თუმცა რადგან მკითხეთ, დიდი გულისწყვეტით გეტყვით, რომ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში ახლა ურთულეს პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი მოახდენდა გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, სამწუხაროდ ასეც მოხდა. მომდევნო კვირას ევროკავშირი იმსჯელებს შედეგებზე და ეს დისკუსია მოხდება პირველ რიგში საგარეო საქმეთა მინისტრების, მოგვიანებით კი პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრების დონეზე. მსჯელობა შედგება იმაზე, თუ რა ზომებს მივიღებთ ამ განვითარებების საპასუხოდ საქართველოში. როგორც ვხედავ, ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რადგან ინტეგრაციასა და მოლაპარაკებების გახსნას წევრი ქვეყნების ერთიანი პოზიცია სჭირდება, რამდენიმე ქვეყანა კი უკვე საჯაროს გამოთქვამს წინააღმდეგობას ამ კანონის მიღების გამო. როდესაც აქ ჩამოვედი 2 წლის წინ, აეროპორტის გზაზე ვნახე ქართლის დედის მონუმენტი. მას ხელში თასი და ხმალი უჭირავს ამიხსნეს რომ ქართული ტრადიციის თანახმად, თასი მეგობრებისთვის და ხმალი კი მტრებისთვისაა განკუთვნილი.

საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ვინაა მტერი და მეგობარი. ჩვენ გვინდა თქვენი წარმატება და მოთმინებით ვუყურებთ ამ რთულ პერიოდს ჩვენს ურთიერთობაში. ოქტომბერში იქნება არჩევნები, იმედია ეს პერიოდი დასრულდება და ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და უბრალოდ ველით მას ჩვენთან." - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

 

 

დღის ამბები