25 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
გერმანიისა და ბრიტანეთის საელჩოები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ მატჩში წარმატებას უსურვებენ

"ევრო 2024-ის" დღევანდელ შეხვედრას, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, გერმანიის საელჩო "ისტორიულს" უწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის საელჩო საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს.

"საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დორტმუნდში პირველად ითამაშებს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული მოვლენაა. საელჩოც მოუთმენლად ელის ამ შეხვედრას და ქართველებს დღეს წარმატებებს უსურვებს," - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს ბრიტანეთის საელჩოც, რომელიც წერს, რომ ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს.

დღის ამბები