თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს არწმუნებდა, რომ მუშაობდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდადებულის საპატიმროდან ვადამდე ადრე გათავისუფლება.
ბრალდებულმა მოქალაქეს 2 700 ამერიკული დოლარი გამოართვა, რა დროსაც დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.