მებაჟეებმა წითელ ხიდზე დიდი ოდენობით აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. აღმოჩენილია 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი.
ის აზერბაიჯანიდან მომავალ სატვირთო ავტომობილსა და მის მისაბმელში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ინახებოდა.
საწვავი სხვადასხვა მოცულობის პოლიეთილენის ავზებში იყო გადანაწილებული.