25 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
9 დაღუპული, 30 დაშავებული - რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

ომი უკრაინაში - რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 5 ბავშვია. დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე დასახლებაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით რუსმა სამხედროებმა გუშინ საღამოს მიიტანეს. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი სახლი. ღამით იერიში იყო ხარკოვისა და სუმის ოლქებზეც - არიან დაშავებულები.

ახალი სანქციები დააწესა ვაშინგტონმა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

პარალელურად, იტალიაში დღეს იხსნება “დიდი შვიდეულის“ სამიტი. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოფიციალურად გაფორმდება უკვე მიღწეული შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემასთან დაკავშირებით. თანხას კიევი სესხის სახით წლის ბოლომდე მიიღებს და ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული. ასევე ცნობილია, რომ ფორუმზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 300 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს.

დღის ამბები