ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სლოვაკეთის შრომის, სოციალურ და ოჯახის საკითხთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის საკითხებზე. ასევე, განიხილეს საქართველოში სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები.
მიხეილ სარჯველაძემ სლოვაკ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ და განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტი მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა.