25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
მემარჯვენე ძალებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც ლიბერალურ ჯგუფთან მიმართებაში - მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე

გამოიწვევს თუ არა ევროპარლამენტის არჩევნები მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში? კენჭისყრის შედეგებს თბილისში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.

მმართველი გუნდი ყურადღებას მემარჯვენე ძალების მიერ პოზიციების გაძლიერებაზე ამახვილებს, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ცვლილებები არ იქნება და საქართველოს მხარდაჭერა და ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება.

არჩევნების შედეგად, ევროპის საკანონმდებლო ორგანში ლიდერობა შეინარჩუნა ევროპის სახალხო პარტიამ - მან 720-ადგილიან პარლამენტში 185 მანდატი მიიღო.

"მემარჯვენე ძალებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც ლიბერალურ ჯგუფთან მიმართებაში და შესაძლოა, ევროპარლამენტში, ძალთა გადანაწილებაში გარკვეული ცვლილებები იყოს. შესაძლოა, ამან ძირითად პოლიტიკაზე გავლენა ვერ მოახდინოს, მაგრამ თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საყურადღებო მოვლენები ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებმა სათქმელი თქვა და მოვლენების მთელი რიგი გამოიწვია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები