25 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება, ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება, ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

მისი თქმით, პრობლემა ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მმართველობაშია, რომელიც უნდა გადაიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკუთარ ქვეყნებში პრობლემები ექნებათ.

“ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება, ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს, ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ბიჭებო, პრობლემა თქვენს მმართველობაში, ბიჭებო, პრობლემა თქვენს არასწორ და უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ მალე საფრანგეთშიც პრობლემა იქნება და იქ კიდე ტრამპი მოდის მისტერ ბაიდენ. დაფიქრდით“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ბაიდენი მაკრონის შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის განცხადება გავრცელდა. ტექსტში წერია, რომ ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

დღის ამბები