25 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული “საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. “პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია “ნიხასი“, მესამეზე კი “კომუნისტური“ პარტია.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები გუშინ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა შვიდი პოლიტიკური პარტია: “ერთიანი ოსეთი“, “ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, “ხალხის ერთობა““, “ირი ფარნი“, “ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 “საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ “საკონსულოში“. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

დღის ამბები