25 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
პირველადი მონაცემების მიხედვით, ევროპარლამენტში ლიდერის პოზიციას “ევროპის სახალხო პარტია“ ინარჩუნებს

პირველადი მონაცემების მიხედვით, ევროპარლამენტში ლიდერის პოზიციას “ევროპის სახალხო პარტია“ ინარჩუნებს. არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა EPP-იმ 184 ადგილი მიიღო; მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა “სოციალისტებისა“ და “დემოკრატების ბლოკი 139 მანდატით.

წინა არჩევნებთან შედარებით, ნაკლები ადგილების მოპოვება შეძლეს ლიბერალურმა “ევროპულმა განახლებამ“ და მწვანეებმა და 80 და 52 მანდატი მიიღეს.

მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ 73 ადგილი; “იდენტობა და დემოკრატია“ 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95-ი დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

დღის ამბები