სომხეთში, ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქდა. დაშავდა შვიდი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
აფეთქებამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარიც. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი თხევადი აირის ავზის აფეთქება იყო.