25 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ბათუმი, ტურისტულ სეზონს ახალი დასასვენებელი სივრცით შეხვდება

ტურისტულ სეზონს ბათუმი ახალი დასასვენებელი სივრცით შეხვდება. ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები და დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.

თანხა თითქმის 25 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. შესრულებულ სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი გაეცნო.

დღის ამბები