25 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ - ილია დარჩიაშვილი გაეროს რეზოლუციაზე

რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ - გაეროს რეზოლუციაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

“საქართველომ ამჯერად შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა,“ - წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ დოკუმენტს ქართული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს.

“რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. ასევე, დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილზე ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა, რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა.

ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც გაეროს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ ძალისხმევაში. რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს უმაღლესი საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და გაიმეორა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვს. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

დღის ამბები