ლევილში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ანსამბლებმა “ბასიანმა“ და “რუსთავმა“ ქართული საგალობლები შეასრულეს. ტაძარს ლევილში მცხოვრებ ქართველებთან მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებს.
ქართული ოჯახებისთვის აქ ტარდებოდა საზეიმო თუ სამგლოვიარო ღონისძიებები, ლევილის მამულის მმართველის, მამია ბერიშვილის მეუღლის ინიციატივით კი ტაძრის ვიტრაჟები ქართველმა ოსტატმა, ემიგრაციის წარმომადგენელმა, გივი მელიავამ დაამზადა.