25 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით და ხმაურით დაიწყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით და ხმაურით დაიწყო. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის კონფლიქტის მიზეზი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გახდა.

ოპოზიციის კრიტიკას უმრავლესობის მწვავე რეაქცია მოჰყვა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა "ნაციონალურ მოძრაობას" რუსული რუბლები გადასცა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბრალდებები მოჰყვა. დარბაზში დაწყებული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

საბოლოოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და თქვეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.

დღის ამბები