25 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
გუშინ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის და არა ქართველი ხალხის მხარეს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვის რა პოზიცია ჰქონდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნათლად გამოჩნდა, ვინ რომელ მხარეს დგას.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აღმოჩნდა არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის მხარეს.

"ეს კანონი თავის სათაურშივე აცხადებს თუ რა არის მიზანი, ეს კანონი თავისი სათაურითვე გვაჩვენებს, თუ რას უჭერენ მხარს ისინი, ვინც მხარი დაუჭირა და რას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა. ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ფულით გავლენების განხორციელება უნდა იყოს ცხადი, გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისთვის. და ვინც მხარი არ დაუჭირა გუშინ ამ კანონპროექტს, მხარი დაუჭირეს იმას, რომ ეს არ იყოს ცხადი, არ იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს არავინ ჩააბაროს ანგარიში - ისე შემოვიდნენ და ისე განახორციელონ თავიანთი გავლენები უცხოელებმა.

გუშინ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის და არა ქართველი ხალხის მხარეს. ეს იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან და დგას უცხო ქვეყნებისა თუ ძალების და არა საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეს,"-აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო გუშინ, 28 მაისს დაძლია.

ამავე თემაზე: როდის ამოქმედდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და რა პროცედურებია საჭირო ძალაში საბოლოოდ შესასვლელად

დღის ამბები