25 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის სამხედრო ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს კარვების ქალაქი ე.წ. უსაფრთხო ზონაში

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის სამხედრო ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს კარვების ქალაქი ე.წ უსაფრთხო ზონაში. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის დიდია ბავშვებისა და ქალების რაოდენობა.

გაერო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 170 მანქანა შეიყვანა ღაზაში. თუმცა, ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ეს არსებული მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ზღვაში წვეთია.

გაეროს მონაცემებით, ღაზაში სულ მცირე დღეში 500 სატვირთო მანქანა მაინც უნდა შევიდეს იმისათვის, რომ ადგილობრივების ელემენტალური საჭიროებები დაკმაყოფილდეს.





დღის ამბები