25 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ევროპის სასამართლომ რუსი ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანის და პეტრ ავენის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმა

ევროპის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსი ოლიგრქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის სანქცირების შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ორი მილიარდერი მხარს უჭერდა კრემლის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

როგორც გამოცემა financial times წერს, გადაწყვეტილება დიდი დარტყმაა ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმისთვის, რადგან ეს შესაძლოა გახდეს პრეცედენტი.

ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ევროკავშირმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მილიარდერები მონაწილეობდნენ უკრაინისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში. სასამართლომ თქვა, რომ შესაძლოა არსებობდეს "ახლო კავშირი პეტრ ავენს, მიხაილ ფრიდმანსა და ვლადიმერ პუტინს ან მის გარემოცვას შორის", მაგრამ დასძინა, რომ ევროკავშირმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეებმა მხარი დაუჭირეს ქმედებებს ან პოლიტიკას", რომელიც ზიანს აყენებდა უკრაინას.

"სასამართლოს მიაჩნია, რომ არცერთი მიზეზი არ არის ჩამოყალიბებული...საკმარისად დასაბუთებულია და რომ ბ-ნი ევენისა და ბ-ნი ფრიდმანის [სანქციების სიებში] შეყვანა არ იყო გამართლებული“, - განაცხადა სასამართლომ.

გადაწყვეტილება იყო "ძალიან სამწუხარო", თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

დღის ამბები