25 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას - დღეს, ღილაკებზე ხელის მიჭერით, თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით

"დღეს ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით. ვინც არ უნდა იყოს ის, უცხო ქვეყანა ყოველთვის არის უცხო ქვეყანა და თქვენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. გამოსვლის დროს ზვიად გამსახურდიას ხსენება სახსენებლად გინდათ, თორემ საერთოდ არ გაქვთ გააზრებული ის იდეალები, რომელიც მას ჰქონდა და ჩვენი დამოუკიდებლობის ფუნდამენტში ჩაიდო - ეს არის სუვერენიტეტი და ამას ეცით პატივი", - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ დღის წესრიგს აგებენ უცხო ქვეყნების პრესსპიკერების განცხადებებზე.

"სიტყვა ღალატი აქ ბევრჯერ ითქვა. ქალბატონი ნატო ჩხეიძე და ბატონი როსტომ ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დაკიდებასაც ითხოვდნენ ამ დარბაზში. ეს არის თქვენი აზრით ზვიად გამსახურდიას იდეალები, რასაც თქვენ აკეთებთ - უცხო ქვეყნის სპიკერების განცხადებებზე რომ ხართ აწყობილი, რა კანონი მიიღოთ და რა კანონი არ მივიღოთ? კანონი არის უცხო ქვეყნის გავლენებზე! უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? ეს არის თქვენი იდეალი, რომ ფული ისე შემოდიოდეს და ისე ჩუმად იხარჯებოდეს პოლიტიკაში, რომ კაციშვილი ანგარიშს არ აბარებდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს? ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? მთელი თქვენი პოლიტიკა აწყობილი გაქვთ რა განცხადება გააკეთებს რომელიღაც ქვეყნის პრესსპიკერი და პარლამენტარი საზღვარგარეთ. აქამდე მიხვედით დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ. იქამდე მიხვედით, რომ გარეთ იყურებით, რა მოგივათ იქიდან მითითება თუ ტონი და იმ ტონით აგრძელებთ აქ საუბარს. სირცხვილია! ამას კადრებთ ამ დარბაზს, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. ღალატი თუ რამეა ეს არის ღია ღალატი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები