საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს - საზეიმო ღონისძიებებში სამხედრო კომპონენტს განსაკუთრებული ადგილი აქვს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მთავარი ღონისძიებისთვის მოსამზადებელი რეპეტიცია გაიარეს.
მზადების პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნენ. რეპეტიცია გაიარეს ახალწვეულებმაც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა.