25 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები - კახა კალაძე

ვენეციის კომისიის დასკვნა  ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვენეციის კომისიამ პოლიტიკური მესიჯებით გაჯერებული შეფასება წარმოადგინა.

"სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მესიჯები. ეს დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა", – განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები