უკრაინაში ინტენსიური ბრძოლებია. ოკუპანტებმა იერიში სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე მიიტანეს. დაიბომბა ენერგეტიკული ობიექტები. დაშავდა ერთი ადამიანი. ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. აფეთქება იყო პოლტავას ოლქში. დაბომბეს დონეცკი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევას ახორციელებენ. აქ ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებისგან იარაღის მიწოდება უახლოეს კვირებში უნდა მოხდეს.
"პარტნიორებთან კომუნიკაციისას ხაზი უნდა გაესვას იარაღის მიღების საკითხს არა ზაფხულში, არამედ ამ კვირებში. მდგომარეობა პოკროვსკის მიმართულებით და დონეცკის სხვა მიმართულებებში – კრამატორსკსა და კურახოვეში – ახლა უკიდურესად მძიმეა, სწორედ აქ მიმდინარეობს ბრძოლების უმეტესობა. ხარკოვის რეგიონი - ჩვენი ძალები ანადგურებენ ოკუპანტს, შედეგები კი საგრძნობია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.