25 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე შეიარაღებულ თავდასხმას სოციალურ ქსელ - X-ზე ეხმაურება.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე. ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში," - წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი ჯანმღთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რთულია.

თავდამსხმელი დაკავებულია.

დღის ამბები