ისრაელის არმიამ ქალაქ რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავა. ტერიტორია უკვე დატოვა ნახევარ მილიონამდე პალესტინელმა.
გაერო ახალ სტატისტიკას აქვეყნებს - ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, 35 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათი 56% ქალი და ბავშვია.
პარალელურად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ღაზაში პალესტინელების მკვლელობას შტატები გენოციდად არ აღითქვამს. ვაშინგტონი ისრაელისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.