25 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ არ დაიშალონ

აქციის მონაწილეები ორგანიზატორები მოუწოდებენ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ და არ დაიშალონ.

ამასთან, აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან ამ დროსთვის რჩებიან პოლიციელები, ასევე, ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება იყო. ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე დაშავდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს

 

დღის ამბები