25 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ლონდონში თავდასხმას 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლონდონში თავდასხმას ცამეტი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზებულია ოთხი ადამიანი. პოლიციამ ჰეინატის რაიონში 37 წლის მამაკაცი დააკავა, თავდამსხმელი მოქალაქეებს და სამართალდამცავებს მაჩეტეთი გაუსწორდა.

ამ მომენტისთვის პოლიცია საქმეს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაციას არ აძლევს, ამ დრომდე უცნობია ცივი იარაღით დაჭრილი ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უბანში გადაკეტილია სამანქანო მოძრაობა და შეჩერებულია მეტროს სადგურების ფუნქციონირება. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

 

დღის ამბები