25 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ყველაზე რთულ მომენტებში, საზოგადოების თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა - ირაკლი კობახიძე

მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ გააჩინა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

„მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება. ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება და საქართველოს უკრაინიზაცია.

მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს - პედაგოგებს, ექიმებს, სასულიერო პირებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაშველებს, ვეტერანებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, დევნილებს, მეწარმეებს, მუშებს, ფერმერებს, გლეხებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს, ყველას - ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები