25 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე დაარტყეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პარლამენტის შენობის გარშემო წრე შემოარტყეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს აქტი არის მათი "მოქალაქეობრივი ხორუმი."

რაც შეეხება მოთხოვნას, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას.


აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები