25 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
დონალდ ტრამპს ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა და მე ამას შტორმიან ამინდს ვუწოდებდი - ჯო ბაიდენი

ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტთან ვახშამი გაიმართა, რომელზეც, ტრადიციულად, პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე და საკუთარ ასაკზე იხუმრა.

"რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და დიახ, ასაკი არის აქტუალური საკითხი – მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ", – იხუმრა 81 წლის ბაიდენმა 77 წლის დონალდ ტრამპის მისამართით, რომელსაც მან "მძინარა დონი" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად დონალდ ტრამპი ხშირად უწოდებდა ჯო ბაიდენს "მძინარა ჯოს". აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე თქვა, რომ ასაკი ერთადერთია, რაც მასა და დონალდ ტრამპს საერთო აქვთ.

ამას გარდა, ბაიდენმა მიმართა მედიის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ თავისუფალი პრესა ასრულებს გადამწყვეტ როლს იმის უზრუნველყოფაში, რომ ამერიკელ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.  

"დონალდ ტრამპს ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა და მე ამას შტორმიან ამინდს ვუწოდებდი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, 6 იანვრის მოვლენების 3 წლის თავზე ჩემს მიერ დასმულ კითხვას - არის თუ არა დემოკრატია ისევ წმინდა საქმე ამერიკისთვის. თქვენ, კორესპონდენტთა ასოციაციას გადამწყვეტი როლი გეკისრებათ იმაში, რომ ამერიკელები გადაწყვეტილების მიღებისას სრულად იყვნენ ინფორმირებულები, მით უფრო რომ ყოფილ პრეზიდენტს კაპიტოლიუმზე თავდასხმისას დემოკრატიაზე თავისი დამოკიდებულება არც კი დაუმალავს". - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.

 

 

დღის ამბები