25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
შეუძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, წარმოუდგენელია - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის სხდომაზე, გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციის მხრიდან, კვლავ არ იქნება არგუმენტები წარმოდგენილი.

მისი შეფასებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რეალურად დეზინფორმაციას ავრცელებენ და თავად აკეთებენ რუსულ საქმეს.

"გარანტიას გაძლევთ, რომ იურიდიულ კომიტეტზე კვლავ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა (დიახ ჩვენც ვბუსტავთ გარკვეულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ) მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, ცდილობენ რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რუსული გახადონ. წელს საბედნიეროს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ადამიანების უმეტესობა გაიგო რასთან აქვთ საქმე, რომ შუეძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, წარმოუდგენელია.

გამჭვირვალობა რუსულია?! ტრადიციული ღირებულებების დაცვა და პროპაგანდისგან გამიჯვნაა რუსული?! რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს?! ასეთი ლოგიკაა მათ მოქმედებაში. და ვინ აკეთებს ამ დროს მტრისა და ოკუპანტის საქმეს, ბოლოში სწორ ანალიზს აკეთებს ქართველი ხალხი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები