25 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
მზადება 29 აპრილისთვის - მმართველი პარტიის გეგმა ხალხმრავალი შეკრების გამართვაა, რომელიც რამდენიმე მიზანს აერთიანებს

მზადება 29 აპრილისთვის - მმართველი პარტიის გეგმა ხალხმრავალი შეკრების გამართვაა, რომელსაც, როგორც ლიდერები ამბობენ, ერთდროულად რამდენიმე მიზანი ექნება. ერთ-ერთი, ბოლო პერიოდში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ საზოგადოების განწყობის ჩვენებაა. გარდა ამისა, აქცენტი კეთდება ეროვნული ღირებულებების გამოკვეთაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

შეკრება რომელსაც "ქართული ოცნება" საზოგადოების განწყობის დადასტურებად განიხილავს, ოპოზიციის შეფასებით, რეალობას აცდენილია. ოპოზიციურ პარტიებში 29 აპრილის დემონსტრაციას მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების კონტრაქციად განიხილავენ.

"ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული დემონსტრაციის გამართვამდე ერთი დღით ადრე, მსვლელობა და აქცია დაგეგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ნაწილიც შეუერთდება.

ოპოზიციის აქციას წინააღმდეგობად არ განიხილავენ "ქართული ოცნების" წევრები. მათი შეფასებით, არც რაიმე დაპირისპირების რისკი არსებობს, რადგან გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უზრუნველყოფილია და ყველას უფლება დაცული იქნება.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი ქუჩაში აქტიურად იქნება გადატანილი. პარალელურად, განხილვა გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოში. 29 აპრილიდან პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას კომიტეტში დაიწყებს.

დღის ამბები