ნებრასკას შტატში ტორნადომ ასობით სახლი დაანგრია. დაშავდა სავარაუდოდ 4 ადამიანი, შტატში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ომაჰაში განგაშია გამოცხადებული, ადგილზე ამ დრომდე თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი რჩება, მაშველებმა ერთ-ერთი ჩამონგრეული შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
შეფერხებით მუშაობს ქალაქში მდებარე აეროპორტიც.მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ტორნადოს მოსალოდნელი საფრთხის გამო აიოვას, კანზას, მისურის, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატები რისკის ზონად გამოაცხადა.