25 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ეკლესიამ თავისი განცხადებით, პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ - ირაკლი ქადაგიშვილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საპატრიარქომ თავისი განცხადებით, პირველ რიგში, მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ.  

"ამ შემთხვევაშიც ეკლესიამ სწორედ ეს პოზიცია დააფიქსირა და მან ამ თავისი განცხადებით, პირველ რიგში, მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული მდგენელების შენარჩუნება და განვითარება, რითაც საქართველო ათეული, ასეული და ათასწლეული განმავლობაში მოდიოდა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

დღის ამბები